ახალი ამბები
გორიჯვრობა - ,,ავადმყოფთა განკურნების სასწაულთმოქმედი ძალა"
6 მაისს გორიჯვრობა იმართება.

მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.

გორიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესიაში მომლოცველები ტრადიციულ რიტუალს ასრულებენ.

მიჰყავთ საკლავი, მიაქვთ საზედაშე ღვინო. გორიჯვარს ავადმყოფთა განკურნების სასწაულმოქმედ ძალას მიაწერენ.

ვისაც გორიჯვრის წვერზე, ეკლესიასთან არ შეეძლო ასვლა, ის გორის ძირში მდგომ გორიჯვრის ნიშთან ლოცულობდა.

წლების წინ დღეობაზე ბაზრობაც იმართებოდა. 1920 წელს გორიჯვრის ეკლესია მიწისძვრამ დაანგრია, მაგრამ მორწმუნე მოსახლეობა გორიჯვრობას კიდევ დიდხანს დღესასწაულობდა. გორიჯვრის ეკლესია 70-იან წლებში განაახლეს.

წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, იგი, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, მხედართმთავარი გახდა.

ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრის-ტეს უარყოფა მოსთხოვა.

მან მრავალი სატანჯველი მოითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა.

წმინდანს 303 წელს, 30 წლის ასაკში, მოკვეთეს თავი.

იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევა-შემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. 



















იხ. ფოტორეპორტაჟი ვრცლად აქ:
Print

სტატიის გამოყენების პირობები