ახალი ამბები
სეტყვა ატენში - ვიდეო
ატენში სეტყვის ამსახველი კადრები ადგილობრივმა მცხოვრებმა სოსო ვანიშვილმა გადაიღო.

ის მანქანით იმ დროს გადაადგილდებოდა, როდესაც ძლიერი ნალექი მოვიდა.

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიამ 6 მაისს დაახლოებით 7000 ჰა ფართობის სასოფლო-სამეურნეო კულტურები დააზარალა.

გამგეობის პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მათ შორის, 5000 ჰექტარი მრავალწლიან ნარგავებს ეკუთვნის.  

მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის კონსულტანციების მიმდინარეობს.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები