ახალი ამბები
მიუსაფარი ადამიანი სანაგვე ურნასთან საკვებს ეძებს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში რეგისტირებული ფედია ბაციკაძე საკვებს სანაგვე ურნებში ისევ ყოველ ღამე ეძებს.

გორის მერიის ცნობით, კასპის მოხუცთა ახლადგახსნილმა თავშესაფარმა მის მოვლაზე პასუხისმგებლობა აიღო.

ქალაქის ბიუჯეტიდან ფედია ბაციკაძის შენახვა ყოველთვიურად 600 ლარი დაჯდება.

,,სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს. კასპის მოხუცთა თავშესაფარში გადავიყვანთ და ყოველთვიურად 600 ლარს გამოვყოფთ" - განაცხადა გორის მერის მრჩეველმა შალვა ტლაშაძემ.

ტლაშაძემ ფედია ბაციკაძე თბილისის თავშესაფარში ჯერ კიდევ 2015 წლის იანვარში წაიყვანა, თუმცა, იქიდან გამოიპარა.

ამის შემდეგ მიუსაფარმა მოქალაქემ ცხოვრება კვლავ ქალაქ გორის ქუჩებში განაგრძო.

ფედია ბაციკაძის საცხოვრებელი სახლი სოფელ დიცში დაზიანებულია, მისი მეუღლე სოფელ თორტიზაში ახლობლის სახლში ცხოვრობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები