ახალი ამბები
ქვემო არცეველები ბანკის გადასახადისგან გათავისუფლებას ითხოვენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: ქვემო არცევის, ქვეშის, ციცაგიანთკარის და ფლავისმანის მოსახლეობა სოფლის მეურნეობის მინისტრს გუშინ თბილისში შეხვდა.

სამინისტროდან მიღებული პასუხით უკმაყოფილოებმა მთავრობის კანცელარიაში გადაინაცვლეს.

საღამოს სოფელში დაბრუნებული იასონ საბაშვილი გვეუბნება, რომ მთავრობა მოსახლეობას გარკვეულ შეღავათებს დაპირდა.

სოფლის ცენტრში კი, იმ ადამიანებს, ვინც შეხვედრაზე ვერ წავიდა, მთავრობის წარმომადგენლების მიცემული დაპირება არ აკმაყოფილებთ.

დაზარალებულ ოჯახებს 180 ლარი და ხეხილის მოსაძლიერებლად შესაწამლი პრეპარატები გადაეცემა. ასევე, ოჯახები მიმდინარე წელს სარწყავი გადასახადებისგან გათავისუფლდება.

,,180 ლარით რომელი ბანკის ვალი გადავიხადო? ეს ხომ სირცხვილია? ბანკებისგან გაგვათავისუფლონ, ჩვენი მოთხოვნა ეგაა. ხომ ხედავთ, სოფელში აღარავინ იცინის" - გვითხრეს ადგილობრივებმა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები