ახალი ამბები
ევროსაბჭოს დელეგაციის წევრები ხურვალეთში ჩავიდნენ
გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილი დავით ვანიშვილი სოფელ ხურვალეთში ევროპის საბჭოს დელეგაციამ მოინახულა.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დანიელ მიტოვმა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ, გაბრიელა ბატაინი-დრაგონიმ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი მოინახულეს.

დელეგაციის წევრებმა ადგილზე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მავთულხლართების აღმართვის შედეგად შექმნილი ჰუმანიტარული ვითარება შეაფასეს.

საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრნენ.

დანიელ მიტოვმა და გაბრიელა ბატაინი-დრაგონიმ აღნიშნეს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას თვალყურს რეგულარულად ადევნებენ.

მათი განცხადებით, არსებობს ადამიანის და საკუთრების უფლებების დარღვევის ფაქტები და საჭიროა არსებული ვითარების მშვიდობიანად მოგვარებისათვის გზების პოვნა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები