ახალი ამბები
ატოცელების მოთხოვნა არ გაითვალისწინეს
გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ ატოცის მოსახლეობამ მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მიღება მოითხოვეს.

ამის შესახებ ადგილობრივებმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებს განუცხადეს.

მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მერი არხოშაშვილი აცხადებს, რომ სოფელი მთის კანონით განსაზღვრულ გარკვეულ კრიტერიუმებს, შესაძლოა, მართლაც აკმაყოფილებს, თუმცა, ნუსხაში ამ ეტაპზე არ მოხვდა.

ატოცელი იურა სამარღანიშვილი ამბობს, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლიდან წასულია, თუმცა, იურიდიულ მისამართად კვლავაც ატოცი აქვთ მითითებული.

მთის კანონის მიხედვით, დასახლება 50%-ზე მეტ მოსახლეს უნდა ჰქონდეს მითითებული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები