ახალი ამბები
სურამის შემოგარენში 500-მდე წიწვოვანი ნერგი დარგეს
დაბა სურამში, ამაღლების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, 500-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დარგეს.

ხაშურის და სურამის ეპისკოპოსის, მუფე სვიმეონის ლოცვა-კურთხევით, 2 ჰა ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, ინიციატივა გამგეობა ეკუთვნის.

აქციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილიც შეუერთდა.

ნერგების დარგვაში მონაწილეობა ადგილობრივმა მოსახლეობამ, განსაკუთრებით, ახალგაზრდებმა მიიღეს.

ნერგების შემდგომში მოვლა-პატრონობაზე ეროვნული სატყეო სააგენტო იზრუნებს.

ახალგაზრდებს ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ასევე, ააიპ „ხაშურსერვისის“ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ეხმარებოდნენ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები