ახალი ამბები
გულიკანთუბნელები თავს დამცირებულად გრძნობენ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ატოცში ერთ-ერთი უბნის მცხოვრებლები ,,ქართული ოცნების" მთავრობის მიმართ განაწყენებულები არიან.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გულიკანთუბნელებმა განუცხადეს.

გულიკანთუბნელებს ამბავი მიუტანეს, რომ მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი მათ, როგორც მოსახლეებს, არ თვლის.

ფაქტი იმ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება, რომელიც სკოლამდე და სკოლის მიმდებარედ ხორციელდება.

კერძოდ, ახალი ასფალტი სკოლის შენობამდე იგება, ხოლო, სკოლის შენობა სრული რეაბილიტაცია უტარდება.

იმ უბანში კი, სადაც სამუშაოები არ მიდის, ფიქრობენ, რომ მთავრობა, როგორც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს, მათ სპეციალურად არ ეხმარება.

სამაგიეროდ, მეორე უბანში ფიქრობენ, რომ სწორედ ,,ქართული ოცნების" ხელისუფლება ზრუნავს სოფელზე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები