ახალი ამბები
ფოტო-ფაქტი: პატრულის ჯარიმები და ხელშეუხებელი მძღოლები
ქალაქ გორის ქუჩებში პატრულისგან ხელშეუხებელი მძღოლებიც მოძრაობენ.

ამის ამსახველი ფოტომასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ქალაქის ცენტრში გადაიღო.

,,შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის ამჟამინდელი ხელმძღვანელის კახა ბუხრაძის პირობებში, გორში, პრივილეგირებული მძღოლები არ არსებობს"

- ეს სიტყვები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქალაქის განყოფილების უფროსმა ილია ბაბუციძემ მაშინ უთხრა, როდესაც რედაქციამ, პრივილეგირებული მძღოლების აღკვეთის შესახებ, პასუხი  მოსთხოვა.

გორის პატრული ე.წ. სიმკაცრით მთელ საქართველოშია ცნობილი. 

კახა ბუხრაძე შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსად ახალი დანიშნულია. 2013-2015 წლებში ის მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი იყო. პირველად, აღნიშნულ უწყებაში 2012 წელს გამოჩნდა და შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის ანალიზის დეპარტამენტი ებარა.

დეკლარაციის მიხედვით, ლიბერთი ბანკის აქციების მფლობელია. ცხოვრობს თბილისში.





იხილეთ პრივილეგირებული მძღოლები, რომლებზეც პატრულის ,,სიმკაცრე" არ ვრცელდება. ფოტოები Qartli.ge-ს ჟურნალისტებმა თათია გოლოშვილმა და ნესტან სადაღაშვილმა გადაიღეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები