ახალი ამბები
გამგეობამ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუზეუმის რეაბილიტაციის მოთხოვნით მიმართა
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, დიმიტრი ყიფიანის სახლმუზეუმის რეაბილიტაციის მოთხოვნით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს  20 აპრილს მიმართა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, მიმართვის წერილს თან კომპანია ,,ბაგინეთი +"-ის მიერ ჩატარებული კვლევები და საპროექტო დოკუმენტაცია ახლავს.

,,ბაგინეთი +"-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სახლმუზეუმის რესტავრაციას დაახლოებით 888 000 ლარი ჭირდება.

სახლმუზეუმი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მდებარეობს.

მე-19 საუკუნის ეროვნულ-განმათავისუფლებული მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი დიმიტრი ყიფიანი 2007 წელს საპატრიარქომ წმინდანად შერაცხა. 
Print

სტატიის გამოყენების პირობები