ახალი ამბები
გორში საგუნდო მუსიკის ფესტივალი გაიმართება
23-26 მაისს გორში I საერთაშორისო ფესტივალი „გორი 2016“ გაიმართება.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს საგუნდო საზოგადოების თავმჯდომარემ ლიანა ჭონიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ფესტივალში მონაწილეობას 15 საგუნდო კოლექტივი, მათ შორის, ფინეთიდან, ესტონეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მიიღებს.

კონცერტები გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატულ თეატრში, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში, გორის საზოგადოებრივი სამუსიკო კოლეჯისა და გორის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზებში გაიმართება. 

ფესტივალი გორის ციხეზე დაიხურება.

საგუნდო ფესტივალებს გორი გასული საუკუნის 80-90-იან წლებში მასპინძლობდა.

ღონისძიებები ქალთა კამერულ გუნდის დამფუძნებელს შალვა მოსიძეს მიეძღვნება, რომელმაც  საგუნდო მუსიკის აღორძინება-განვითარებას 40 წელი შეალია.


ფესტივალს ორგანიზებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია უწევს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები