ახალი ამბები
გორის სასულიერო გიმნაზიის გუნდი მოსკოვში საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი გახდა
გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის სასულიერო სემინარიის გუნდი ,,მსოფლიო ხალხთა სააღდგომო სიმღერების" კონკურსის ლაურეატი გახდა.

ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო ,,რია ნოვოსტი" მოსკოვის საპატრიარქოს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული კონკურსის ლაურეატები, საქართველოსთან ერთად, სერბეთის, ბელარუსისა და რუსეთის სასიმღერო კოლექტივები გახდნენ.

,,რია ნოვოსტის" ცნობით, დასკვნით კონცერტზე გორის სასულიერო სემინარიის გუნდიც იმღერებს.

ფესტივალს საფუძველი 2013 წელს ჩაეყარა, თუმცა, მოსკოვის პატრიაქის ეგიდით, წელს, პირველად, საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში იმართება.

„ქრისტიანული სამყაროს საეკლესიო სიმღერების" ფესტივალი ყოველწლიურია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები