დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დილიდან გორის ცენტრალურ
მოედანზე სხვადასხვა სახის ღონისძიებები მიმდინარეობს.
ღონისძიება 12:00 საათზე ანსამბლმა „გორმა “ გახსნა.
13:30-დან 18:00 საათამდე ადგილობრივი, ხოლო 19:00-დან 21:00 საათამდე
მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტები გაიმართება.
მოედანზე მოეწყობა ქართული არმიის საბრძოლო ტექნიკის, ხელნაკეთი
ნივთებისა და მხატვრული ტილოების გამოფენა.
14:00 საათიდან გაიმართება სპორტული შეჯიბრებები (მინი ფეხბურთში,
მკლავჭიდში, ქართული ჭიდაობაში, ნარდში და ჭადრაკში), რომლებშიც
მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებებს ეთნოგრაფიული მუზეუმი და სტალინის
სახლ-მუზეუმიც შეურთდება, სადაც 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ღია
კარის დღე გაიმართება.
დღის ბოლოს (20:00 საათზე) გორის ციხეზე საგუნდო მუსიკის საერთაშორისო
ფესტიფალი თეატრალიზებული კონცერტით საზეიმოდ დახურება.
სტატიის გამოყენების პირობები