ახალი ამბები
საგუნდო ფესტივალზე ბავშვთა გუნდებმა მსმენელი გააოცეს
საგუნდო ფესტივალი რუსთავის, გორის, ქუთაისისა და თბილისის ბავშვთა გუნდებმა დახურეს.

მათი შესრულება გორის თეატრის სცენაზე სანახობად იქცა.

ფესტივალის ბოლო ,,აკორდი" რუსთავის ,,თუთარჩელა" აღმოჩნდა.

მის წევრებს დარბაზში შეკრებილი საზოგადოება ,,ბისზე" კიდევ ერთხელ იხმობდა.

ოვაციები და ტაში დიდი სცენის კედლებში არ წყდებოდა.

აზერბაიჯანის, სომხეთის, ფინეთისა და ესტონეთის სახელმწიფო გუნდების გამოსვლას კი, ქართველ შემსრულებლებთან ერთად, გულშემატკივრები თავიანთი ქვეყნების დროშებით ამხნევებდნენ .

საერთაშორისო ფესტივალი სამი დღე გრძელდებოდა. დახურვის ღონისძიებაზე კი გორის ქალთა კამერული გუნდის გამოსვლა ვერ ვიხილეს.

გორის მერიის კულტურის განყოფილების უფროსის გურამ პაპუაშვილისთვის უცნობია, 15 გუნდიდან სცენაზე 11 გუნდი რატომ გამოვიდა.

გორის ქალთა კაპელამ მეორე დღეს ოფიციალური განცხადება გაავრცელა და მსმენელისგან პატიება მოითხოვა. განცხადების მიხედვით, მათ ერთერთმა ორგანიზატორმა შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც არაოფიციალურად გაირკვა, წინა დღეს გორის კაპელამ, ,,ბისზე" რამდენჯერმე მღერის გამო, რეგლამენტი დაარღვია.

დახურვის ღონისძიებაზე კი ,,თუთარჩელას" ბავშვებმა, მაყურებლის შეძახილებზე ,,ბის..ბის", სცენა სწრაფად დატოვეს.

იხილეთ:

,,Queen"-ს Bohemian Rhapsody - ,,თუთარჩელა" -ს შესრულებით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები