გორში საგუნდო საერთაშორისო ფესტივალის დახურვის ღონისძიებაზე ბავშვთა
გუნდმა ,,თუთარჩელამ" ლეგენდარული ჯგუფის სიმღერა ,,Bohemian
Rhapsody" მუსიკალური ინსტრუმენტების გარეშე შეასრულა.
ამ გუნდის გამოსვლამ ფესტივალზე ოვაციები გამოიწვია. ბავშვებს ბისზე
კიდევ იწვევდნენ.
ქართული ფოლკლორული, ვოკალური ანსამბლი ,,თუთარჩელა" შეიქმნა 2004
წლის იანვარში, ქალაქ რუსთავში. ანსამბლის ხელმძღვანელი და დირიჟორი —
თამარ ბუაძე
სტატიის გამოყენების პირობები