ახალი ამბები
საქართველოს ბანკის მანქანამ საავარიო სიტუაცია შექმნა
დღეს გორში აღმაშენებლის ქუჩაზე საქართველოს ბანკის მანქანამ ავარიული სიტუაცია შექმნა.

საპირისპიროდ მოძრავმა მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა კი, საჭე ვერ დაიმორჩილა.

ორივე მანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ორივე მძღოლს გაუფორმდა.

საქართველოს ბანკის კუთვნილი ავტომანქანა საჯარიმოზე გადაიყვანეს.

პრესსამსახურის წარმომადგენლის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, არავინ დაშავდა.

იქვე ადასტურებენ, რომ ავარიული სიტუაცია ბანკის მანქანის მძღოლმა შექმნა. 




Print

სტატიის გამოყენების პირობები