ახალი ამბები
რუსეთში მოღვაწე მეცენატმა გორში ოფისი გახსნა
რუსეთში მოღვაწე ქართველმა მეცენატმა ზვიად ჩიტიშვილმა რეგიონალური ოფისი გორში დღეს გახსნა.

საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ჩვენი სამშობლოს" მხარდამჭერები კომბინატის დასახლებაში შეიკრიბნენ.

ზვიად ჩიტიშვილმა ყურადღება ქართველების, ოსებისა და აფხაზებს შორის ურთიერთობის აღდგენაზე გაამახვილა. დედა წარმოშობით ეთნიკურად ოსი ჰყავს.

მისი თქმით, სწორედ, საზოგადოებრივი ორგანიზაციის დამსახურებაა ცხინვალში არჩეული დე-ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის გადაწყვეტილება რეფერენდუმის გადადებასთან დაკავშირებით.

მისი წყალობით მცხეთაში ქართულ-ოსური ეკლესია გაიხსნა.

იხ ამავე თემაზე:

ახალ ტაძარში მღვდელთმსახურება ქართულ და ოსურ ენებზე შესრულდება




Print

სტატიის გამოყენების პირობები