ახალი ამბები
სოფელ ქვახვრელში ელექტროენერგიის გამრიცხველიანება დაიწყო
,,ენერგოპროჯორჯიას" წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში გამრიცხველიანების პროცესი დაიწყეს.

ადგილზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა უკვე მიმდინარეობს. 

მიტანილია ბეტონის ბოძები, რომელიც მოძველებულ ხის ბოძებს ჩაანაცვლებს.

ასევე, ჩამოიხნება ოთხხაზიანი ელექტროსადენები და ის დახურული სადენებით გაიმართება.  

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, სამუშაოები ივლისის შუა რიცხვებში დასრულდება.

ქვახვრელის შემდეგ უფლისციხის გამრიცხველიანება დაიწყება. უფლისციხე ქვახვრელის ადმინისტრაციულ თემში შედის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები