ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვედურეთში ახალი საბავშვო ბაღი
შენდება.
გათვლილია ორ ჯგუფზე, 60 ბავშვზე და ადაპტირებულია შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
აღსაზრდელებისთვის შენობის მოსაწყობად თანხა ქარელის მუნიციპალიტეტის
გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო.
2016 წლის ბიუჯეტიდან 95 500 ლარი გამოიძებნა.
სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს შ.პ.ს „ახალი სამშენებლო“.
სტატიის გამოყენების პირობები