ახალი ამბები
ატენში ხე-ტყით დატვირთული მანქანა გაჩერებული ნახეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით,  სატვირთო ავტომანქანაზე დარტვირთული ხე-ტყე აღმოსავლეთ საქართველოს განყოფილების თანამშრომლებმა ამოიღეს.

სოფელ ატენის მიმდებარედ გაჩერებული სატვირთო ავტომანქანა დატვირთული იყო 8.3 კბმ სოჭისა და ფიჭვის საშეშე მერქნით.

გადამოწმებისას დადგინდა, რომ ტრანსპორტირებული ხე-ტყის ნაწილზე მძღოლს არ ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტაცია.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა ავტომანქანა დალუქეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები