ახალი ამბები
ხიდისთავში ანიმაციური ხელოვნების “WORKSHOP”-ი გაიმართა
სოფელ ხიდისთავში ანიმაციის ხელოვნების შესწავლის მიზნით WORKSHOP-ი გაიმართა.

ღონისძიება ა(ა)იპ „ანიმაციის განვითარების ფონდი“-ს და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა.

„WORKSHOP“-ს გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, ხიდისთავის, ახალხიზას, ზერტის, ზეღდულეთისა და ხურვალეთის მოზარდები ესწრებოდნენ, რომლებმაც, პროფესიონალ პედაგოგებთან ერთად, ანიმაციის შექმნის პროცესში მონაწილეობა თავადვე მიიღეს.

შეისწავლეს ანიმაციის შექმნის ძირითადი დეტალები და შექმნეს მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმები.

დღევანდელი „WORKSHOP-ის გაგრძელება, 9 ივნისს, სოფელ კარბშია დაგეგმილი, სადაც გორის მუნიციპალიტეტის ბავშვებისათვის ნაჩვენები იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილი უახლესი ანიმაციური ფილმები.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კულტურის განყოფილების კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები