ახალი ამბები
ზადიანთკარში ომისგან დაზარალებული დახმარებას ითხოვს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზადიანთკარში მცხოვრები გიორგი გაბლიშვილი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

მისი საცხოვრებელი სახლი ომის დროს დაიწვა.

როგორც გიორგი გაბლიშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებს, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, დახმარება არ მიუღია.

დაზარალებული სახლის რეაბილიტაციას ან მის გვერდით კოტეჯის აშენებას ითხოვს. ამჟამად, დამწვარი სახლის პირველ სართულზე 9 კვ.მ ფართში საკუთარი სახსრებით მოწყობილ ოთახში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები