გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ,,ბელარუსის" ტიპის ტრაქტორით
სამი მამაკაცი ადიდებული ლიახვის გადალახვას შეეცადა.
ახალგაზრდებმა მდინარის გადალახვა ვერ შეძლეს.
ამის გამო ადგილობრივ მცხოვრებლებს სამაშველო სამსახურის
თანამშრომლები გამოიძახეს.
შსს-ს მაშველებმა 3 მამაკაცი გადაარჩინეს
სამაშველო სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, შსს-ს საგანგებო
სიტუაციების მართვის სააგენტოს ოპერატიული მართვის ცენტრში შევიდა
შეტყობინება, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში 3 მამაკაცი
ტრაქტორით მდინარე ლიახვის გადალახვას ცდილობდა.
მდინარეში წყლის დონის მომატების გამო ისინი გადაადგილებას ვეღარ
ახერხებდნენ და დახმარებას საჭიროებდნენ.
სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ და
მათი ნაპირზე უვნებლად გამოყვანა მოახერხეს.
სტატიის გამოყენების პირობები