ახალი ამბები
მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა გორში
დღეს ქალაქ გორში კულტურისა და დასვენების პარკ ,,ახალბაღში"  მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ამ დღეს გორში 2013 წლიდან აღნიშნავენ.

ღონისძიების მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება და მათი ჩართვა განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგო ეფექტური ტექნოლოგიების პოპულარიზაციაში.

ენერგო ეფექტური დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ,,ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის"  შიდა ქართლის ბიურომაც მიღო მონაწილეობა.

მათი მხარდაჭერით გაიმართა ასფალტზე ხატვის ღონისძიება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობათა თემატიკაზე.

ასევე დარიგდა საინფორმაციო ფლაერები უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.

ღონისძიება 19:00 საათზე გორის ხელოვნების აკადემიის მოსწავლეთა კონცერტით დაიხურა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები