ახალი ამბები
კასპში საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

კასპში ე.წ. „წყალსაქაჩის მიმდებარე საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

ხიდი, რომელიც მდინარე ლეხურის ორი ნაპირის მხარეს აკავშირებს ამორტიზირებულია, ვიწრო და ავტომობილებს გადაადგილების დროს საფრთხეს უქმნის.

ახალი ხიდი უკეთესი სტანდარტისა და გადაადგილებისათვის კომფორტული იქნება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები