ახალი ამბები
სამხედრო ძალებში სავალდებულო სამსახური გაუქმდა
მიმდინარე წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების სავალდებულო სამსახურში ახალგაზრდებს აღარ გაიწვევენ.

ამის შესახებ ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი დღეს მოაწერა.

მისი თქმით სავალდებულო სამსახურში წვევამდელების იძულებით გამოძახება აღარ განხორციელდება.

ფაქტობრივად 2017 წელს სამხედრო ძალები წვევამდელების გარეშე დარჩება.

“ჩვენ ვთქვით, რომ 2017 წლიდან შეიარაღებულ ძალებში აღარ იქნებაინ წვევამდელები. შეიარაღებულ ძალებს არ სჭირდება ძალით მოყვანილი სამხედრო მოსამსახურე, შეიარაღებულ ძალებზე არის ძლიან მაღალი მოთხოვნილება, შეირაღებულ ძალებში სამსახური პრესტიჟულია საქართველოსთვის, არავის არ სჭირდება დაძალება, რომ თავის ქვეყანაში ჯარისკაცი გახდეს. შეიარაღებულ ძალებს არ სჭირდება ჯარისკაცი, რომელსაც სამშობლოს სამსახურს აძლებენ.”- განაცხადა ხიდაშელმა.

თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, სამხედრო გაწვევის გაუქმება შეეხება უშუალოდ თავდაცვის სამინისტროში წვევამდელების გაწვევას და არა სხვა უწყებების წვევამდელებს.

„ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ პრობლემის მოგვარება, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა შეიარაღებულ ძალებში, ეს არ გამოვიდა, თუმცა ვიპოვეთ სხვა ფორმა, რომლითაც მე, როგორც თავდაცვის მინისტრს, შემიძლია, რომ ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად და ერთპიროვნულად მივიღო და ახლა ბრძანებას ვაწერ ხელს, რომლითაც ვაცხადებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ განახორციელებს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის მოთხოვნას და ეს ბრძანება ძალაშია დღეიდან.“-განაცხდა ხიდაშელმა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები