ახალი ამბები
სურამში ,,არტ-გენის" ფესტივალი მიმდინარეობს

დღეს დაბა სურამში ,,არტ-გენის“ ფესტივალი მიმდინარეობს.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

ბაიაანთხევის ტყე-პარკში დღის პირველ ნახევარში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

4 საათზე დაგეგმილია კონცერტი სადაც ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად მონაწილეობას ჯგუფი ,,ფრანი“, ,,მზე შინა“ და ,,რაეო“ მიიღებენ.

ღონისძიება არტ გენის და ხაშურის მუნიციპალიტეტის ერთობლივი დაფინანსებით იმართება.

,,არტ-გენის" ფესტივალი სურამში წელს უკვე მეორედ იმართება.

ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალი ,,არტ-გენი"  თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ეწყობა.

საფუძველი ჩაეყარა როკ-მუსიკოს ზაზა კორინთელის („ზუმბა“) ინიციატივით 2004 წ.

ფესტივალის მიზანია ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია, უცნობი ნიმუშების შეკრება და საზოგადოებისათვის გაცნობა.

ფესტივალის ფარგლებში ეწყობა კონცერტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოწვეული მუსიკალური შემსრულებლების მონაწილეობით, ასევე ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა-გაყიდვები.

ფესტივალი ტრადიციულად იხურება თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართული კონცერტით.



Print

სტატიის გამოყენების პირობები