ახალი ამბები
სამი გორელი მოსწავლე ბოლესლავოვოს ბიზნესკვირეულში მონაწილეობს
სამი გორელი მოსწავლე ამჟამად სტაროგრადის ბიზნესკვირეულში მონაწილეობს.

ფორუმი 3 ივლისს დაიწყო და 8 ივლისამდე გრძელდება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მერიის პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ბიზნესკვირეულში მონაწილეობის მისაღებად გორიდან ლუკა ზედაშიძე, სალომე ლაფაჩი, ანი აკოფაშვილი და მორის გიგაური წავიდნენ.

ბოლესლავოვოს ბიზნესკვირეულს 2011 წლიდან პოლონეთის ქალაქ სტაროგრადის თვითმმართველობა ვაშინგტონის ბიზნესს კვირეულთან და ამერიკის სხვა ბიზნესს პარტნიორთან ერთად ახორციელებს.

პროგრამის მიზანია ახალგაზრდებს ასწავლოს მეწარმეობა და კრეატიულობა ამერიკული კორპორაციების თანამშრომლების გამოცდილების გამოყენებით.

ბიზნეს-ფორუმზე გორელი ახალგაზრდების მონაწილეობის საკითხი ქალაქის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის პოლონეთში ვიზიტის დროს გადაწყდა.

მონაწილეთა სამართლიანად და გამჭვირვალედ შესარჩევად კი მერიამ კონკურსი გამოაცხადა, სადაც მონაწილე 12 აპლიკანტიდან ფორუმის ფორმატიდან გამომდინარე 4 კანდიდატი შეირჩა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები