ახალი ამბები
ცხინვალში ახალგაზრდებს შორის ფეხბურთის ჩემპიონატი ტარდება
ცხინვალის მთავარ სტადიონზე ახალგაზრდებს შორის ფეხბურთის ჩემპიონატი ტარდება.

ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობს.

პირველ-მესამე ადგილებისთვის იბრძვიან როგორც ქალაქის, ასევე, ცხინვალს გარეთ დაკომპლექტებული  გუნდების ფეხბურთელები.

ჩემპიონატს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ირი სომბონ" ატარებს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანდრე პლიტი ოსურ საინფორმაციო საშუალებებთან საუბრისას აცხადებს, რომ ტურნირი ყოველწლიური გახდება.

პირველ ადგილზე გასული გუნდი 15 ათას რუბლს, მეორეზე გასული - 10 ათას რუბლს, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდი 3 ათას რუბლს მიიღებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები