ახალი ამბები
,,რესპუბლიკელები" ხაშურში მაჟორიტარ კანდიდატად ირინა გელაშვილს ამზადებს
„რესპუბლიკური“ პარტია ხაშურის მაჟორიტარ კანდიდატად ირინა გელაშვილის დასახელებას აპირებს.

ამის თაობაზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ირინა გელაშვილი ესაუბრა.

მისი თქმით, პარტიის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციები თითქმის დასრულებულია.

,,საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად წარდგენისთანავე შევუდგები" - გვითხრა ირინა გელაშვილმა.

ის ამჟამად 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მიღებული შედეგების მიხედვით ხაშურის საკრებულოს წევრია.

2012 წელს ხელისუფლებაში კოალიცია ,,ქართული ოცნების" მოსვლისას ხაშურის გამგებლის მოადგილედ მუშაობდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები