ახალი ამბები
ოსურ მხარეს შიდა ქართლის პოლიციის მიერ დაკავებული მოქალაქეები გადასცეს
დღეს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონტროლირებულ სოფელ ხელჩუაში ორ პირს ეძებდნენ.

ამის შესახებ ინფორმაცია ცხინვალის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს.

ხელჩუას მკვიდრნი ფიქრობდნენ, რომ დაკარგული ორი მოქალაქე, სავარაუდოდ, ქართველმა სამართალდამცავებმა გამყოფ ხაზთან დააკავეს.

საღამოს 18 საათისთვის აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოლაპარაკებებში ჩართული, ოსური მხარის წარმომადგენელი დავით სანაკოევი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ცხელი ხაზის მეშვეობით დაუკავშირდა.

სანაკოევმა ადგილობრივებ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორივე მოქალაქე ოსურ მხარეს გადასცეს.

შიდა ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა ხელჩუას მკვიდრი, გვარად ბესტაევი და  მისი ცხინვალელი სტუმარი - ბაგაევი ოთხშაბათს დილით დააკავეს.

ხელჩუა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარს ემიჯნება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები