ახალი ამბები
9 ივლისს სტალინის ბაღში კონცერტი გაიმართება
კულტურის სამინისტროს პროექტ ,,Check in Georgia"-ს ფარგლებში გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში 9 ივლისს, 19:00 საათზე კონცერტი გაიმართება.

კონცერტში ქართველი ესტრადის მომღერლები: გიორგი სუხიტაშვილი, გიორგი ნადიბაიძე, მარიტა როხვაძე, ნუცა ბუზალაძე, ქეთი ორჯონიკიძე და კოკა ქიტიაშვილის ბენდი მიიღებენ მონაწილეობას.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Check in Georgia აპრილში დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება.

პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს.

,, ამ პროექტის მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა, ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა , დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში და ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. Check in Georgia საქართველოს პოპულარიზაციას უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ იზრდება ქვეყნის, ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა, ასევე საერთაშორისო იმიჯი” - ნათქვამია ინფორმაციაში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები