ახალი ამბები
ქსანთან მატარებელი მამაკაცს დაეჯახა - მემანქანეები ნარკოლოგიურში გადაიყვანეს
თითქმის ორი საათია ბორჯომი-თბილისის სამგზავრო მატარებელი ქსანთან გაჩერებულია.

საგარეუბნო მატარებელი დაახლოებით 17:10 წუთზე 60 წლამდე მამაკაცს დაეჯახა.

დაზარალებული მამაკაცი მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ოპერაცია უტარდება.

მემანქანეები კი, მცხეთის პოლიციაში ნარკოლოგიურ შემოწმებაზე წაიყვანეს. 

,,მგზავრები ელოდებიან სხვა მემანქანეს, რის შემდეგაც აღდგება მოძრაობა. მწყემსი მძიმედ დაშავდა. ძროხები ლიანდაგზე გადაჰყავდა, როდესაც მატარებელი დაეჯახა” – გვითხრა კასპის რკინიგზის სადგურის უფროსმა თამაზ ჭონიაშვილმა. 

ცნობისათვის, საგარეუბნო ელექტრომატარებელი (ე.წ. ელექტრიჩკა), სიძველის გამო, მაღალი სიჩქარით არ მოძრაობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები