ახალი ამბები
ნაციონალურმა მოძრაობამ გორში კანდიდატები წარადგინა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გორში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინეს.

პრეზენტაცია ციხის უბანში, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს გარემონტებულ წერეთლის ქუჩაზე შედგა.

ქალაქის მაჟორიტარ კანდიდატად ალექსანდრე გოგლიძე, ხოლო რაიონში - ბადრი ბასიშვილი დასახელდა.

შეხვედრა 10 ივლისს გაიმართა.

დილის საათებში სპეციალური დაცვის სამსახურმა მოძრაობის წევრებს გორის ციხეზე საქართველოს დროშის გამოფენა აუკრძალა

,,მოვიდნენ ჩვენთან დაცვის პოლიციის წევრები და გვითხრეს, რომ დროშის გადმოფენა არ შეიძლებოდა. მოგვთხოვეს ნებართვა. საქართველოს დროშის გამოფენას თუ ნებართვა ჭირდებოდა, არ ვიცოდი,"- გვითხრა კახა ლობჟანიძემ.



 


Print

სტატიის გამოყენების პირობები