მან-სან-კანის ფინალურ შეხვედრაზე ქარელის საჯარო სკოლების გუნდებს
შორის გამარჯვებული გამოვლინდა.
პირველ სამეულში ქარელის ორი საჯარო სკოლისა და ბრეთის გუნდები
მოხვდა.
პირველი ადგილზე გიმნაზიის გუნდი - ,,სელებრითები", მეორე ადგილზე -
ბრეთის საჯარო სკოლის გუნდი ,,მუშკეტერები", ხოლო მესამე ადგილზე -
გუნდი ,, უსახელა" გავიდა.
ფინალში ასევე ქვენატკოცის საჯარო სკოლის გუნდი ,,ოქროს ვარსკვლავი"
(მე-4 ადგილი) და დირბის საჯარო სკოლის გუნდი ,,დირბულა"( მე-5
ადგილი) მონაწილეობდნენ.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა გიორგი ხორბალაძემ პირველ
ადგილზე გასული გუნდი თასით დააჯილდოვა.
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობა მან-სან-კანის ფესტივალზე მონაწილე
და ფინალისტ გუნდებს ექსკურსიაზე წაიყვანს.
ფინალისტ გუნდებს ექსკურსიას მოუწყობს, ასევე, გორის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია.
სტატიის გამოყენების პირობები