ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან 70 სოფელში მცირე ბიზნესისთვის ახალი პროგრამა დაიწყო
გამყოფ ხაზთან მდებარე 70 სოფელში ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით პროექტი ,,ზრდა საქართველოში" დაიწყო.

ამის გამო, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის მისიის ხელმძღვანელი დაგლას ბოლი, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩავიდა.

პროექტს ,,ზრდა საქართველოში" USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით Chemonics International Inc ახორციელებს და ადმინისტრაციულ საზღვისპირას მდებარე 70 თემზეა გათვალისწინებული.

აღნიშნული ხუთწლიანი პროგრამა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზის მიმდებარე თემების მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას - მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობას; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების გარღმავებასა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

პროექტის განხორციელების შედეგად 2000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, 650 საწარმოში გაყიდვების მაჩვენებელი, ხოლო 11 000 ოჯახს შემოსავლები გაეზრდება. მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.

უკანასკნელი 24 წლის განმავლობაში ამერიკელი ხალხის მიერ USAID-ის გავლით საქართველოს პროგრამებისთვის გაღებული დაფინანსება 1.5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

USAID-ის პროექტები, რომელთა მიზანია საქართველოს დახმარება თავისუფალი და წარმატებული დემოკრატიის მშენებლობაში, მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, ასევე, ჯანდაცვის და განათლების გაუმჯობესება. USAID-ი ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს 100-ზე მეტ ქვეყანას.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები