ახალი ამბები
გორის ციხეზე ბალახს ცეცხლი მოედო
გორის ციხეზე საკონცერტოდ მოგროვებულ, დაპრესილ თივას ცეცხლი გადაედო.

ამის გამო სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლების გამოძახება გახდა საჭირო.

ადგილზე მისულ მეხანძრეებს ცეცხლი ჩამქრალი დახვდათ.

გამხმარი ბალახის მთლიანად დაიწვა,  დაპრესილი თივის (,,ტუკები") ნაწილი კი გადარჩა.

გორის ციხის დაცვის თანამშრომლების განცხადებით, თივის ,,ტუკები" კონცერტისთვის რამდენიმე დღის წინ აიტანეს, რომელსაც სკამების ფუნქცია უნდა შეესრულებინა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები