ახალი ამბები
ხანძარი თელიანში - დამწვარია 6 სახლი
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში ხანძარი საცხოვრებელ სახლებს გაუჩნდა.

მჭიდროდ დასახლებულ უბანში 6 სახლი დაიწვა.

მობილურით გადაღებული ფოტოი ადგილობრივმა მცხოვრებმა გამოგვიგზავნა.

ამ ეტაპზე ხანძრის ძირითადი კერა ჩამქრალია.

შემთხვევა დღეს საღამოს 20 სთ-ზე მოხდა.

სოფლის წარმომადგენლის ვახტანგ ბეჟიტაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა სხვა კერების აღმოხვრის თაობაზე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები