ახალი ამბები
არდადეგების პერიოდში გორში სამი ,,საზაფხულო ბაღი" იმუშავებს
არდადეგების პერიოდში გორში 3 მორიგე ე.წ. ,,საზაფხულო ბაღი“ იმუშავებს

ამის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქის თვითმმართველობამ მათთვის მიიღო, ვისთვისაც ბაგა-ბაღის სერვისების მიღება აგვისტოშიც აუცილებლობას წარმოადგენს.

ტერიტორიული პრინციპით ქალაქის სხვადასხვა უბნის - ცენტრის, კომბინატისა და წმინდაწყლის დასახლებებში მდებარე საბავშვო ბაღები შეირჩა.

აღსაზრდელთა დროებითი რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.

ბაგა-ბაღებში ერთთვიანი საზაფხულო არადადეგები 1-ლი აგვისტოდან 1-ელ სექტემბრამდე გასტანს.

მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, ,,საზაფხულო ბაღები“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალი პროექტია, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება და ბაღების მორიგეობის პრინციპით ყოველწლიურად განხორციელდება.

მიმდინარე წელს საზაფხულო ბაღები იმუშავებს შემდეგ მისამართებზე:

1. მე-14 ბაგა-ბაღი - მისამართი: აღმაშენებლის №82, ტელ: 0(370) 27 27 76; 555 58 20 47; დირექტორი ქეთევან გელაშვილი.

2. მე-17 ბაგა-ბაღი- მისამართი: შინდისის №8, ტელ: 0(370) 27 36 04; 599 90 91 00; დირექტორი ნესტან ნათაძე.

3. მე-4 ბაგა-ბაღი, მისამართი: ყიფიანის №52, ტელ: 0(370) 27 27 21; 551 58 48 91; დირექტორი მარინა ინაური.
Print

სტატიის გამოყენების პირობები