ახალი ამბები
გორში რუს ტურისტს რუსეთის დროშა წაართვეს
რუსეთის მოქალაქეს გორის ცენტრში მოტოციკლი დაუზიანეს.

აღნიშნულ ფაქტზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა გამოძიება დაიწყეს.

რუსი ტურისტის თქმით, ხულიგნებმა მოტოციკლიდან რუსეთის დროშა მოხსნეს.

დროშის მოხსნისას ანტენა მოტყდა.

პოლიციელებმა ტურისტი დასაკითხად და ჩვენების მისაცემად პოლიციაში წაიყვანეს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი იმ ადამიანებს გაესაუბრა, რომლებსაც პოლიცია ეძებს.

ისინი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები - ლევან ქობოზაშვილი და როინ ლომიძე აღმოჩდნენ.

აქტივისტების თქმით, აღნიშნული ქმედებით რუსეთის ოკუპაცია გააპროტესტეს.

რუსი ტურისტი აცხადებს, რომ ლარსის გამშვები პუნქტიდან (რუსეთ-საქართველოს საზღვარი) ბათუმამდე გზა ისე გაიარა, რომ ცუდი ადამიანი არ შეხვედრია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები