ახალი ამბები
სტიკერებისა და პლაკატების გაკვრის გამო ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები დააჯარიმეს
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგანიზაციის 6 წევრი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ღამის 2 საათზე წერეთლის ქუჩაზე დააკავეს.

გიორგი მელაძეს, ვახტანგ გაგნიძეს და კიდევ ოთხი პიროვნებას ადმინისტრაციული ჯარიმის ოქმი დაუწერეს.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ თითოეულ მათგანზე ჯარიმის ოდენობა 50-50 ლარით განსაზღვრა. ჯამში - 300 ლარი.

კრიმინალური პოლიციის ინსპექტორებმა პავლიაშვილმა და სარალიძემ დაკავებული სასამართლოში ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით გადაიყვანეს.

საამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, აქტივისტებმა ღამის 2 საათზე ქალაქ გორში, პლაკატები და სტიკერები აკრძალულ ადგილებზე გააკრეს.

ქალაქ გორის საკრებულოს დადგენილებით, საარჩევნო პლაკატებისა და სტიკერების გასაკრავად პოლიტიკურ პარტიებს სპეციალური ადგილები გამოუყო.

წერეთლის ქუჩა ქალაქის ძველ უბანში მდებარეობს. მისი რეაბილიტაცია ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში 2012 წელს განხორციელდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები