ახალი ამბები
გორის ცენტრიდან მანქანა გაიტაცეს
გორში სტალინის გამზირიდან ავტომანქანა ,,ბმვ" გაიტაცეს.

შემთხვევა 2016 წლის 27 ივლისს რესტორან ,,სპორტკაფეს" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაკარგულ მანქანას ,,BMW 500" ამ დრომდე ეძებენ.

,,გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს" - გვითხრეს სამინისტროს პრეს-სამსახურში.

აღნიშნული მუხლი სხვისი ქონების ქურდობას გულისხმობს.

ავტომანქანის მფლობელის ვინაობა ჩვენთვის უცნობია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები