ახალი ამბები
,,სუსის" და პოლიციის თანამშრომლები ,,ოცნების" ყრილობაზე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გორის დეპარტამენტის უფროსი დავით საური ,,ქართული ოცნების" ყრილობაზე იმყოფებოდა.

ჩვენს კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს მმართველ პარტიას, უარყოფითი პასუხი მივიღეთ.

სუს-ის რაიონული ორგანიზაცია ახლახანს ჩაიბარა.  დავით საური 2012 წელს ,,ქართული ოცნების" ოფისის გახსნაზე შეხვედრას კორპუსის აივნიდან აკონტროლებდა.

მის სახელთანაა დაკავშირებული 2012 წელს კოალიცია ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერის თამაზ ტლაშაძის დაკავების ფაქტი.

შეხვედრაზე ხიდისთავის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი და, ამჟამად, მოადგილე ბესარიონ ცერცვაძეც იმყოფებოდა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის არქივში ასევე მოიძებნება მასალა იმის შესახებ, თუ როგორ ათავისუფლებდა პოლიტიკური ნიშნით სკოლიდან პედაგოგებს.

შეხვედრაზე დავაფიქსირეთ აგრეთვე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციის თანამშრომელი პაატა კოდოშვილი, რომელიც ჯერ კიდევ 2009 წელს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლის რანგში მოსახლეობის აქციებს აკონტროლებდა.



ბესარიონ ცერცვაძე



პაატა კოდოშვილი



დავით საური

Print

სტატიის გამოყენების პირობები