ახალი ამბები
,,დაუთმე გზა" - გორში არ მუშაობს
დღეს საღამოს გორის ცენტრში ორი ავარია მოხდა.

ჭავჭავაძისა და სტალინის გამზირის გადაკვეთაზე ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

დაჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ოპელის მარკის ავტომანქანა რამდენიმე მეტრზე გაისროლა.

მეორე ავარია სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერთან, ფანტანთან მოხდა.

ერთი მიმართულებით მოძრავ კოლონაში მანქანებმა გზის დათმობა ვერ მოახერხეს.

ორივე ავარიის დროს მძღოლებს დაზიანებები არ მიუღიათ. 











Print

სტატიის გამოყენების პირობები