ახალი ამბები
დღის ფოტო: მძღოლმა მანქანის გაწევა ვერ მოასწრო
გორში თამარ მეფისა და რუსთაველის ქუჩის გადაკვეთაზე გზის მშენებლობისას მძღოლმა მიკროავტობუსის გაწევა ,,ვერ მოასწრო".

ამ შინაარსის წარწერით გორში მცხოვრები თენგო ცერცვაძე ფოტოს ავრცელებს.

მეექვსე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტის ახალი საფარი იგება. პარალელურად, სანიაღვრე სისტემაც იცვლება.

,,ტენდერში გამარჯვებული კომპანია ისე სწრაფად აკეთებს გზებს, რომ კაცმა მანქანის გაწევაც ვერ მოასწრო" - წერს ფოტოს ავტორი.

ამ წუთებში მანქანა ტერიტორიიდან გაყვანილია.
Print
თეგები: გორი /

სტატიის გამოყენების პირობები