ახალი ამბები
,,იმდენი ქართული არ იციან, რომ გამგებელს დაუძახონ” (Video)

,,მიმდინარე წელს რაიონის მასშტაბით 8 დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. დამეთანხმება ხოვლის, მეტეხის, თეზის მკვიდრნი, რომ მიმდინარეობს მელიორაციის სრულფასოვანი რეაბილიტაცია” – განაცხადა ყრილობაზე მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

,,ბატონო გამგებელო, ქართული კარგად არ იციან, რომ თქვენთვის დაეძახათ” – უთხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს. ეზოებში შევარდნილი წყალი, ნიაღვარი და ხე-მცენარეებით სავსე არხები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრსაც დააფიქსირებინეს. ,,დიდი ხანია ითხოვენ ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ საშველი არ არის” – განუცხადეს გამგებელს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები