ახალი ამბები
ფოტო: ახალი გამოწვევა სოციალურ მაცივრისთვის
გორში რამდენიმე დღეა ახალი კამპანია ,,გამოწვევა სოციალური მაცივარი" დაიწყო.

ახალგაზრდული მოძრაობა ,,დროას" ინიციატივით, სოციალურ მაცივარში სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები საკვებ პროდუქტებს დებენ, ფოტოებს იღებენ და გამოწვევებს სხვა ორგანიზაციებს უგზავნიან.

,,რამდენიმე თვის წინ გორში სოციალური მაცივარი დავდგით, სამწუხაროდ ჯერ კიდევაა მისი საჭიროება. გადავწყვიტეთ ეს პროცესი უფრო ორგანიზებული და სახალისო გავხადოთ. მოიტანეთ და დადეთ მაცივარში ნებისმიერი დასახელების / რაოდენობის სურსათი, გადაიღეთ შესაბამისი ფოტო ან ვიდეო და ატვირთეთ სოციალურ ქსელში ჰეშთეგით --> ‪#‎სოციალურიმაცივარი‬ ან/და ‪#‎SocialFridgeChallenge‬. რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ სხვების გამოწვევა მსგავსი მოწოდებით." - ასე მიმართეს ,,დროას" წევრებმა კოლეგებს.

აქციას შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია გამოეხმაურა. მაცივარში პროდუქტები მიიტანეს და გამოწვევა გორის თეატრს გაუგზავნეს.

გორის თეატრის ადმინისტრაციამ კი, გამოწვევა გორის სასწავლო უნივერსიტეტს გაუგზავნა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები