ახალი ამბები
ჭვრინისელები გუბერნატორთან დაზიანებული გზით ჩავიდნენ
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისში მცხოვრები მოქალაქეები შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს იოსებ ოქრომელიძეს შეხვდნენ.

მიკროავტობუსით ჭვრინისელებმა დაზიანებული გზა გამოიარეს და ასეთი გზის შესახებ გუბერნატორს უამბეს.

გამყოფი ხაზის სოფელში მისასვლელი გზა დაზიანებულია. სოფელში არ არის ამბულატორია, სკოლა, საბავშვო ბაღი, მეზობელ სოფლებში კი მისვლა-მოსვლა ჭირს.

იოსებ ოქრომელიძე ჭვრინისელებს დაპირდა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ადგილზე კონკრეტული წინადადებებით შეხვდება.

ჭვრინისში ბუნებრივი აირი გაიყვანეს და გამრიცხველიანება დამთავრებულია, ასევე, სასმელი წყლის სამუშაოებიც დამთავრებულია, თუმცა, ალაგ-ალაგ დაზიანებები იჩენს თავს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა რეპორტაჟი ჭვრინისელების პრობლემების შესახებ რამდენიმე ხნის წინ მოამზადა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები