ახალი ამბები
,,კომუნიზმისკენ” ანუ გაზეთის რედაქტორის ქებათა-ქება გამგებლობის კანდიდატს (Video)

რედაქტორმა, გარდა იმისა, რომ ბოლო დროს ხელისუფლების მიერ გაკეთებულ სიკეთეებზე ისაუბრა, აღნიშნა, თუ რა ნიჭიერი, განათლებული და შესაძლებლობის მქონე, იდეალური კანდიდატია 2013 წლის 30 აგვისტოს კასპის საკრებულოს მიერ არჩეული გამგებელი. 2006 წელს კი რაიონის გამგეობას ნანა მერებაშვილის ბიძა გენადი ხაჩიძე ხელმძღვანელობდა.

შეხვედრა ლევან გზირიშვილს მიჰყავდა, რომელიც 2003 წლის 2 ნოემბერს (რამაც ვარდების რევოლუცია გამოიწვია) პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები მოიგო და, დღეს, მისი შვილი 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კასპის მაჟორიტარი კანდიდატია.

გაზეთი „ახალი განთიადი“ 1931 წელს კასპში დაარსდა. თავდაპირველად მას ერქვა „კომუნიზმისაკენ“, ხოლო შემდეგ, საბჭოთა პერიოდშივე, დაიწყო „განთიადის“ სახელწოდებით გამოსვლა. გაზეთის დამფუძნებელი შპს „ახალი განთიადია“, რომლის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი სახელმწიფო ორგანო კასპის მუნიციპალიტეტია. გაზეთი „ახალი განთიადი“ გაზეთი ორ კვირაში ერთხელ გამოიცემა და კასპის მუნიციპალიტეტში ვრცელდება. მისი ტირაჟია 300-600 ეგზემპლარი. ხოლო გვერდების რაოდენობა 12—16 გვერდია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები