ახალი ამბები
ეზატში ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
კასპის რაიონის სოფელ ეზატში 59 წლის მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ცეცხლს ემსხვერპლა.

ხანძარი მეზობლებმა დროულად ჩააქრეს, თუმცა პირველი ვერსიით, მამაკაცი კვამლის შედეგად ჰაერის უკმარისობით დაიღუპა.

შემთხვევა 4 აგვისტოს დღის 12 საათზე მოხდა. სახლში ცეცხლის კვამლი მეზობლებმა შეამჩნიეს.

გარდაცვლილის მეუღლე ამ პერიოდში ნაკვეთში მუშაობდა. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უკვე დაკითხეს.

გარდაცვლილის მეუღლემ მეზობლებს უთხრა, რომ ნაკვეთში წასვლამდე საწოლს მიჯაჭვულმა ქმარმა მას ქაღალდები მოსთხოვა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიმდინარეობს გამოძიება და დანიშნულია ექსპერტიზა.

თანასოფლელები არ გამორიცხავენ, რომ სუიციდის შემთხვევას აქვს ადგილი.

აწ გარდაცვლილი ერთი წლის წინ მტკვარზე თავს იხრჩობდა. შემთხვევით ის თანასოფლელმა დაინახა და მტკვრიდან ამოიყვანა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები